ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა

Tuesday, May 6, 2014

მესამე დღე

          უპირველესად  -  წვიმს, გრილა, გადასარევი სამუშაო  ამინდია.

 დღის  გეგმა:
·         გავაზიარეთ  იდეები პროექტზე  დაფუძნებული  სწავლების  შესახებ,
·        ~ გავეცანით  საავტორო  უფლებების შესახებ  კანონმდებლობას.  შევქმენით  დოკუმენტები  სხვა   წყაროს  გამოყენებით.

·         რეფლექსია ჩვენ  ბლოგებზე


 დავიწყეთ  მუშაობა  პროექტებზე.  ავირჩიეთ  თემები, ავხსენით  სტანდარტების  გათვალისწინებით  სამუშაოს  დაგეგმვა.

         უცნაური ფუნქციური  ენით  გადმოცემულ-ნათარგმნი  ქართულის  გამო   განახლებული ბლუმის ტაქსონომიის  ზმნების კლასიფიცირება  ცოტა   ვერ  გავიგეთ,   მე,  პირადად, ამნაირი  გამომეტყველება  მქონდა , სხვებს - უკეთესი.


 

           ოლღა  ბებია  რომ  უხსნიდა    ზურიკელას : ,ბაბუაშენმა  იმფერი  რუსული  იცოდა,  რუსი  გაოგნებული  შლიდა  ხელს,  ამფერი რუსული  ჩემს  სიცოცხლეში   არ  გამიგონიაო- ეგრე  ვიყავი(თ).  

 მაგრამ  ეგ  არაფერი,  ხომ  ვიცით  ბლუმზე     ყველაფერი,  ზმნებიც  არაა  უცხო, მშვენივრად  აგვიხსნეს , ასე   რომ...

მოკლედ   წინარე  ცოდნა  აქაც   აუცილებელია  და  ცოტა  იუმორი.


    ბუკლეტი, პრეზენტაცია,  პროექტი  გაწერილი  სტანდარტის  შესაბამისად +  სკოლა, გაკვეთილები, შემაჯამებელი, მე-12  ამთავრებს  და  იქ  ნიშნები,  eTwinning-ის  პროექტი   და  ამბები     და  დრო?  



1 comments:

nino said...

სავსებით გეთანხმები!

Post a Comment

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | free samples without surveys