ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლა

Sunday, May 4, 2014

მეორე დღე

4.05.2014.

ესეც მე -2 ტრენინგი


        ეს დღე უფრო დატვირთული იყო. უფრო ოპერატიულადც დავიწყეთ. 
გავეცანით 3 აქტივობას. გავაკეთეთ პროექტის შაბლონი. ვიწყებთ მუშაობას მასზე
.
                 ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის უცხოა პროექტებით სწავლება.     ეს სწორედ პროექტებისთ სწავლებისთვის მომცეს. .  და ა.შ. მაგრამ ჩეკლისტები არ გამომიყენებია, თუმცა სასწავლო პროექტის მონიტორინგს, დღიურს ვაწარმოებდი და რომ ვაკვირდები თითქმის ისაა.  სწავლა  განახლებადი  პროცესია,ამიტომაც  ვზივარ  ამ   სიცხეში   კვირა  დღეს . იმედია, წინ  უფრო  საინტერესო  სამუშაო გვექნება  1 კრედიტთან  ერთად.
ვნახეთ  ფილმი  პროექტებით  სწავლებაზე.  
    
  პ.ს. ცხელოდა უსაშველოდ. 

    კითხვა მაქვს ლინკებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენს ტრენერს კითხვები არ უყვარს, კატეგორიულად. :)) ტრენინგზე დასმამდე მოაშთო და არც აქ მაქვს იმედი, რომ გამომეხმაურება, მით უფრო ამ კითხვაზე, მაგრამ იყოს მაინც, იქნებ, რომელიმე ჭკვიანმა სტუმარმა დამაკვალიანოს.

მოკლედ, წავაწყდი ასეთ უცნაურობას: როცა ლინკს ვსვამ პოსტში, მაგალითად SKY-დან БЛОГГЕР-იდან და ა.შ. შემდეგ პოსტში ლინკის სათაურზე რომ ვწკაპავ გადავდივარ მითითებულ მისამართზე უპრობლემოდ, მაგრამ FIREFOX-იდან რომ ჩავსვი, პოსტში კი ჩანს გამოკვეთილად ბმულის სათაური, მაგრამ არანაირად არ ხსნის და რატომ ვითომ,   რა არ მოსწონს?  (ის, პოსტი № 1).
რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მცდარი პასუხია, არგუმენტი მინდა.





2 comments:

ქუთაისის N33 საჯარო სკოლა said...

ეკა რატომ იმტრევ თავს. შენც გუგლიდან ჩასვი

Unknown said...

გული არ გაიტეხოთ ქალბატონო ეკა, თქვენ იმდენად ნიჭიერი ადამიანი ბრზანდებით ყველაფერი გამოგივათ

Post a Comment

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | free samples without surveys