მოკლედ. ტრენინგის მე-4 დღეა.
დღის გეგმა:
გადავიმეორეთ სხვადასხვა ტიპის შეკითხვები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ პროექტზე მუშაობისთვის აუცილებელია ვიცოდეთ:
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან
ზოგადი კითხვები
ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვები, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
თემატური კითხვები
ღია ფორმატის კითხვები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
შინაარსობრივი კითხვები
ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვები, კონკრეტული პასუხებით.
ვიმუშავეთ ბუკლეტზე და პრეზენტაცაზე პოვერ პოინტში. მადლობა... ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ პროგრამებით კარგა ხანია, ძვირფასო ინტელო.
ეს ჩემი ბუკლეტია. მგონი, ტყუილად დავხარჯე დრო და ენერგია. მხოლოდ შაბლონზე ვმუშაობდით ტრენინგზე. :/
დღის გეგმა:
·
სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისთვის
·
მოსწავლეთა მიერ შექმნილი გაზეთის, პრეზენტაციის, ბუკლეტის ნიმუშის შექმნა
და ბლოგზე ჩაშენება
·
მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
·
რეფლექსია ჩვენ ბლოგებზე
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან
ზოგადი კითხვები
ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვები, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
თემატური კითხვები
ღია ფორმატის კითხვები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
შინაარსობრივი კითხვები
ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვები, კონკრეტული პასუხებით.
ვიმუშავეთ ბუკლეტზე და პრეზენტაცაზე პოვერ პოინტში. მადლობა... ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ პროგრამებით კარგა ხანია, ძვირფასო ინტელო.
ეს ჩემი ბუკლეტია. მგონი, ტყუილად დავხარჯე დრო და ენერგია. მხოლოდ შაბლონზე ვმუშაობდით ტრენინგზე. :/
მგონი, დიფერენცირებულ ჯგუფში ჯობს მეცადინეობა. მასწების უმრავლესობა კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში. მათ მეტი სჭირდებათ, ვიდრე სლაიდში სურათისა და დიაგრამის ჩასმა.ეს კურსი კი დამწყებებისთვისაა. დამღლელია, როცა უუუმარტივეს დავალებებს საათი ვუნდებით. უფრო რთულ რამე ვისურვებდი. რატომ არ შეიძლება ინტელმა საგანმანათლებლო თამაშების შექმნის ტრენინგი დაგეგმოს? მესმის, რომ უმრავლესობამ ჯერ სლაიდები უნდა ისწავლოს, მაგრამ ვინც იცის იმას დაეხმაროს. ერთმანეთის დაწევის პოლიტიკა თუა, ეგ უიმედო ამბავია. ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ იქნება, ვისთვისაც პროექტი და სლაიდი გავლილი ეტაპია. უამრავი საინტერესო პროგრამა არსებობს,რომელთა საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება სასარგებლოა სწავლებისთვის. თუნდაც თამაშები. პირადად SKIRA დამოუკიდებლად ვისწავლე, KODU მიჭირს, ვერც მაკვალიანებს ვინმე. მესმის, რომ ეს უკანასკნელი მაიკროსოფტის პროდუქტია , მაგრამ არც საოფისე პროგრამებია ინტელის და თუ სლაიდებისა და ბუკლეტების გაკეთებას ასწავლიან, რატომ არ შეიძლება უფრო საინტერესო რამ დაგეგმონ, აწავლონ GLOGSTER. PREZI-საც უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე პოვერ პოინტს. სანამ უნდა ვირბინოთ წრეზე ამ MICROSOFT OFFISE-თი?
:
4 comments:
ეკა კარგი ბუკლეტი გამოგსვლია ყოჩაღ და მეორე მხარე რატო არ ჩანს ბუკლეტის?
ისარზე დაკლიკე და მეორე გვერდი გადაიშლება :)
გეთანხმები, დიფერენცირებული სწავლება , რასაკვირველია , უმჯობესია.
შენ და სხვა აიტმენეჯერებმა გაცილებით მეტი იცით დანარჩენებზე.
Post a Comment