Saturday, September 27, 2014
Sunday, June 8, 2014
Monday, June 2, 2014
დღე მეშვიდე
3:08 AM
Unknown
No comments
დღის გეგმა
·
მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
·
დასწავლის
სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებისთვის პროექტის გეგმის შეცვლა
·
დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები
·
რეფლექსია ჩვენ ბლოგებზე
esyqvizzy ძალიან მიყვარს და ვიყენებ. დღეს ავხსენით. ფაქტობრივად EDMODO-ა. უინტერნეტოდ.
მოკლედ, 11 ივნის პრეზენტაციის დღე.
ვაბარებთ:
- მოსწავლის პრეზენტაცია
- ბუკლეტი
- პროექტის გეგმა(შაბლონი)
- პორტფოლიოს ჩეკლისტი
- პროექტის ჩეკლისტი
ატვირთული ბლოგზე. პრეზენტაცია 400X....
Wednesday, May 28, 2014
დღე მეექვსე
1:35 AM
Unknown
2 comments
ესეც ჩემი (მოსწავლის ;)) პრეზენტაცია.
ეს ყველაფერი ძვირფასი და გადასარევი, მაგრაააამ მაინტერესებს
1. სხვა, უფრო რთული რაღაცები, რაფრა ვისწავლეთ რაფრაააა ...
მიპასუხეთ მასწებო
2. რამდენ ერთსა და იმავე კითხვაზე პასუხობთ გაკვეთილზე?
Friday, May 16, 2014
დღე მეხუთე . პრეზენტაცია
5:09 AM
Unknown
No comments
დღის გეგმა:
·
მოსწავლის ნიმუშის შეფასება
ტრენერისგან
·
შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
·
შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
·
პროექტის გეგმის განახლება
·
რეფლექსია ჩვენ ბლოგებზე
Saturday, May 10, 2014
დღე მეოთხე
12:26 PM
Unknown
4 comments
მოკლედ. ტრენინგის მე-4 დღეა.
დღის გეგმა:
გადავიმეორეთ სხვადასხვა ტიპის შეკითხვები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ პროექტზე მუშაობისთვის აუცილებელია ვიცოდეთ:
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან
ზოგადი კითხვები
ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვები, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
თემატური კითხვები
ღია ფორმატის კითხვები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
შინაარსობრივი კითხვები
ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვები, კონკრეტული პასუხებით.
ვიმუშავეთ ბუკლეტზე და პრეზენტაცაზე პოვერ პოინტში. მადლობა... ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ პროგრამებით კარგა ხანია, ძვირფასო ინტელო.
ეს ჩემი ბუკლეტია. მგონი, ტყუილად დავხარჯე დრო და ენერგია. მხოლოდ შაბლონზე ვმუშაობდით ტრენინგზე. :/
დღის გეგმა:
·
სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისთვის
·
მოსწავლეთა მიერ შექმნილი გაზეთის, პრეზენტაციის, ბუკლეტის ნიმუშის შექმნა
და ბლოგზე ჩაშენება
·
მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
·
რეფლექსია ჩვენ ბლოგებზე
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან
ზოგადი კითხვები
ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვები, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
თემატური კითხვები
ღია ფორმატის კითხვები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
შინაარსობრივი კითხვები
ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვები, კონკრეტული პასუხებით.
ვიმუშავეთ ბუკლეტზე და პრეზენტაცაზე პოვერ პოინტში. მადლობა... ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამ პროგრამებით კარგა ხანია, ძვირფასო ინტელო.
ეს ჩემი ბუკლეტია. მგონი, ტყუილად დავხარჯე დრო და ენერგია. მხოლოდ შაბლონზე ვმუშაობდით ტრენინგზე. :/
მგონი, დიფერენცირებულ ჯგუფში ჯობს მეცადინეობა. მასწების უმრავლესობა კარგად ერკვევა ტექნოლოგიებში. მათ მეტი სჭირდებათ, ვიდრე სლაიდში სურათისა და დიაგრამის ჩასმა.ეს კურსი კი დამწყებებისთვისაა. დამღლელია, როცა უუუმარტივეს დავალებებს საათი ვუნდებით. უფრო რთულ რამე ვისურვებდი. რატომ არ შეიძლება ინტელმა საგანმანათლებლო თამაშების შექმნის ტრენინგი დაგეგმოს? მესმის, რომ უმრავლესობამ ჯერ სლაიდები უნდა ისწავლოს, მაგრამ ვინც იცის იმას დაეხმაროს. ერთმანეთის დაწევის პოლიტიკა თუა, ეგ უიმედო ამბავია. ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ იქნება, ვისთვისაც პროექტი და სლაიდი გავლილი ეტაპია. უამრავი საინტერესო პროგრამა არსებობს,რომელთა საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება სასარგებლოა სწავლებისთვის. თუნდაც თამაშები. პირადად SKIRA დამოუკიდებლად ვისწავლე, KODU მიჭირს, ვერც მაკვალიანებს ვინმე. მესმის, რომ ეს უკანასკნელი მაიკროსოფტის პროდუქტია , მაგრამ არც საოფისე პროგრამებია ინტელის და თუ სლაიდებისა და ბუკლეტების გაკეთებას ასწავლიან, რატომ არ შეიძლება უფრო საინტერესო რამ დაგეგმონ, აწავლონ GLOGSTER. PREZI-საც უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე პოვერ პოინტს. სანამ უნდა ვირბინოთ წრეზე ამ MICROSOFT OFFISE-თი?
:
Tuesday, May 6, 2014
მესამე დღე
11:38 PM
Unknown
1 comment
უპირველესად - წვიმს, გრილა, გადასარევი სამუშაო ამინდია.
დღის გეგმა:
დავიწყეთ მუშაობა პროექტებზე. ავირჩიეთ თემები, ავხსენით სტანდარტების გათვალისწინებით სამუშაოს დაგეგმვა.
უცნაური ფუნქციური ენით გადმოცემულ-ნათარგმნი ქართულის გამო განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნების კლასიფიცირება ცოტა ვერ გავიგეთ, მე, პირადად, ამნაირი გამომეტყველება მქონდა , სხვებს - უკეთესი.
მაგრამ ეგ არაფერი, ხომ ვიცით ბლუმზე ყველაფერი, ზმნებიც არაა უცხო, მშვენივრად აგვიხსნეს , ასე რომ...
მოკლედ წინარე ცოდნა აქაც აუცილებელია და ცოტა იუმორი.
დღის გეგმა:
·
გავაზიარეთ
იდეები პროექტზე დაფუძნებული სწავლების
შესახებ,
· ~ გავეცანით
საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობას. შევქმენით
დოკუმენტები სხვა წყაროს
გამოყენებით.
·
რეფლექსია ჩვენ ბლოგებზე
დავიწყეთ მუშაობა პროექტებზე. ავირჩიეთ თემები, ავხსენით სტანდარტების გათვალისწინებით სამუშაოს დაგეგმვა.
უცნაური ფუნქციური ენით გადმოცემულ-ნათარგმნი ქართულის გამო განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნების კლასიფიცირება ცოტა ვერ გავიგეთ, მე, პირადად, ამნაირი გამომეტყველება მქონდა , სხვებს - უკეთესი.
ოლღა ბებია რომ უხსნიდა ზურიკელას : ,ბაბუაშენმა იმფერი რუსული იცოდა, რუსი გაოგნებული შლიდა ხელს, ამფერი რუსული ჩემს სიცოცხლეში არ გამიგონიაო- ეგრე ვიყავი(თ).
მოკლედ წინარე ცოდნა აქაც აუცილებელია და ცოტა იუმორი.
ბუკლეტი, პრეზენტაცია, პროექტი გაწერილი სტანდარტის შესაბამისად + სკოლა, გაკვეთილები, შემაჯამებელი, მე-12 ამთავრებს და იქ ნიშნები, eTwinning-ის პროექტი და ამბები და დრო?
Sunday, May 4, 2014
მეორე დღე
1:27 AM
Unknown
2 comments
4.05.2014.
ესეც მე -2 ტრენინგი
ეს დღე უფრო დატვირთული იყო. უფრო ოპერატიულადც დავიწყეთ.
გავეცანით 3 აქტივობას. გავაკეთეთ პროექტის შაბლონი. ვიწყებთ მუშაობას მასზე
.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის უცხოა პროექტებით სწავლება. ეს სწორედ პროექტებისთ სწავლებისთვის მომცეს. . და ა.შ. მაგრამ ჩეკლისტები არ გამომიყენებია, თუმცა სასწავლო პროექტის მონიტორინგს, დღიურს ვაწარმოებდი და რომ ვაკვირდები თითქმის ისაა. სწავლა განახლებადი პროცესია,ამიტომაც ვზივარ ამ სიცხეში კვირა დღეს . იმედია, წინ უფრო საინტერესო სამუშაო გვექნება 1 კრედიტთან ერთად.
ვნახეთ ფილმი პროექტებით სწავლებაზე.
პ.ს. ცხელოდა უსაშველოდ.
კითხვა მაქვს ლინკებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენს ტრენერს კითხვები არ უყვარს, კატეგორიულად. :)) ტრენინგზე დასმამდე მოაშთო და არც აქ მაქვს იმედი, რომ გამომეხმაურება, მით უფრო ამ კითხვაზე, მაგრამ იყოს მაინც, იქნებ, რომელიმე ჭკვიანმა სტუმარმა დამაკვალიანოს.
მოკლედ, წავაწყდი ასეთ უცნაურობას: როცა ლინკს ვსვამ პოსტში, მაგალითად SKY-დან БЛОГГЕР-იდან და ა.შ. შემდეგ პოსტში ლინკის სათაურზე რომ ვწკაპავ გადავდივარ მითითებულ მისამართზე უპრობლემოდ, მაგრამ FIREFOX-იდან რომ ჩავსვი, პოსტში კი ჩანს გამოკვეთილად ბმულის სათაური, მაგრამ არანაირად არ ხსნის და რატომ ვითომ, რა არ მოსწონს? (ის, პოსტი № 1).
რაღაცას არასწორად ვაკეთებ, მცდარი პასუხია, არგუმენტი მინდა.

Friday, May 2, 2014
ინტელის ტრენინგის 1-ლი დღე
2:31 AM
Unknown
No comments
2.05.2014.
ტრენინგი დავიწყეთ დილის 10 საათზე. ჯგუფში ვმუშაობდით 12 მასწავლებელი. ტრენერი - დათო მალანია.
ტრენინგი არის ძალიან საინტერესო.
1 - ლი დღე დაეთმო ინტელის ძირითადი მიზნების გაცნობას, შევქმენით საქაღალდეები, შევქმენით ინტელის ბლოგი.
კურსის ხანგრძლივობაა - 36 საათი
ტრენინგ - დღეების რაოდენობა - 9 დღე
მეცადინეობის ხანგრძლივობა - 4 საათი
კვირაში 3 დღე.
ტრენინგ - დღეების რაოდენობა - 9 დღე
მეცადინეობის ხანგრძლივობა - 4 საათი
კვირაში 3 დღე.
კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.
·
პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
·
სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
·
თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
·
საპროექტო იდეების გენერირება
·
რეფლექსია ჩვენ ბლოგებზე
გავეცანით ინტელის
ძირითად მიზნებს, შევქმენით საქაღალდეები
და ინტელის ბლოგი.
1 - ლი დღე დაეთმო ინტელის ძირითადი მიზნების გაცნობას, შევქმენით საქაღალდეები, შევქმენით ინტელის ბლოგი.